14 ნოემბერს Etihad Arena-ზე, იასის კუნძულზე გაიმართა RAF Abu Dhabi – Real American Freestyle-ის დებიუტური ტურნირი ახლო აღმოსავლეთში.
თავდაპირველად მთავარ მატჩში ჰამზატ ჩიმაევი უნდა შეხვედროდა კოლბი კოვინგტონს, თუმცა ამერიკელი ტურნირს ტრავმის გამო მოხსნეს. მისი შემცვლელი გახდა UFC-ის ყოფილი ჩემპიონი კრის ვაიდმანი.
ჩიმაევმა თავდაჯერებულად ჩაატარა მატჩი. პირველი პერიოდი დასრულდა ანგარიშით 5:0, ხოლო მეორე პერიოდის დასაწყისში ჰამზატმა უპირატესობა ათ ბალამდე გაზარდა და გაიმარჯვა ტექნიკური უპირატესობით – 10:0.
არმან ცარუკიანმა კიდევ უფრო სწრაფად გაართვა თავი ნეიმან გრეისის. მან პირველივე პერიოდში დააგროვა ათი უპასუხო ქულა და დაასრულა მატჩი ტექნიკური უპირატესობით.
საღამოს ერთ-ერთი მთავარი დაბრუნება გახდა ზაბიტ მაგომედშარიპოვის გამოსვლა. UFC-ის ყოფილი პრეტენდენტი შეხვდა გიგა ჩიკაძეს და მეორე პერიოდში მოიპოვა ვადამდელი გამარჯვება ტუშე.
აბდულრაშიდ სადულაევმა დაძაბულ მატჩში დაამარცხა ოლიმპიური პრიზიორი დაურენ კურუგლიევი ანგარიშით 8:5.
RAF Abu Dhabi-ის შედეგები:
- ჰამზატ ჩიმაევმა დაამარცხა კრის ვაიდმანი – 10:0, ტექნიკური უპირატესობა;
- არმან ცარუკიანმა დაამარცხა ნეიმან გრეისი – 10:0, ტექნიკური უპირატესობა;
- ზაბიტ მაგომედშარიპოვმა დაამარცხა გიგა ჩიკაძე – ტუშე მეორე პერიოდში;
- აბდულრაშიდ სადულაევმა დაამარცხა დაურენ კურუგლიევი – 8:5;
- კაილ დეიკმა დაამარცხა ალპ არსლან ბეგენჯოვი – 10:0, ტექნიკური უპირატესობა;
- საბა ლაზიშვილმა დაამარცხა იურაია ფეიბერი – 12:7;
- ჯორდან ბაროუზმა დაამარცხა აზამატ ნურიკაუ – 9:0;
- კაილ სნაიდერმა დაამარცხა შამილ ერდოგანი – 11:0, ტექნიკური უპირატესობა;
- მურთაზა ტალჰამ დაამარცხა ოსამა ელსაიდი – 10:4;
- დიანა ავსარაგოვამ დაამარცხა ჯულიანა პენია – ტუშე;
- მერაბ დვალიშვილმა დაამარცხა მარლონ მორაესი – ტუშე, 1:30;
- ზაჰიდ ვალენსიამ დაამარცხა ჰიდირ საიპუდინოვი – 4:2;
- კენედი ბლეიდსმა დაამარცხა ბელა მირი – 10:0, ტექნიკური უპირატესობა.
RAF Abu Dhabi გახდა ორგანიზაციის პირველი ტურნირი ახლო აღმოსავლეთში და გაიმართა RAF-ის ხუთწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში აბუ-დაბის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტთან და არაბთა გაერთიანებული საამიროების ჭიდაობის ფედერაციასთან.