რაონი ბარსელოსი აგრძელებს აღდგენას რაულ როსასთან ბრძოლის საშიში დასრულების შემდეგ. გლოვერ ტეშეირას თქმით, გამოკვლევამ თავის ტვინის შეშუპება გამოავლინა.
ახალი დეტალები გახდა ცნობილი რაონი ბარსელოსის მდგომარეობის შესახებ UFC Fight Night 289-ის შემდეგ.
გლოვერ ტეიშეირამ, რომელიც ბრაზილიელის კუთხეში მუშაობდა, განაცხადა, რომ ჰოსპიტალიზაციის შემდეგ ექიმებმა მებრძოლს დაუდგინეს ტვინის შეშუპება და თავის ტვინის ტრავმამისი თქმით, სწორედ ამას შეეძლო მეხუთე რაუნდში უეცარი გონების დაკარგვა გამოეწვია.
სამი დღის შემდეგ ბარსელოსა გაწერეს საავადმყოფოდან. ახლა 39 წლის მებრძოლს დამატებითი გამოკვლევები ელის, რის შემდეგაც ის ოჯახთან და ექიმებთან ერთად გადაწყვეტს კარიერის გაგრძელების საკითხს.
როდესაც შეხვედრა შეწყდა, ბარსელოსი ლიდერობდა მსაჯთა ბარათებზე, თუმცა რაულ როსასის გადაყვანის შემდეგ მოულოდნელად გონება დაკარგა.